20:24
12 დეკემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რა კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ალერგიასა და კიბოს შორის?
16-06-2017

ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი დანიელ კონრადი ხელმძღვანელობდა, აღმოაჩინა კავშირი ალერგიასა და კიბოს შორის. ცნობილია, რომ ალერგენის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იმუნური უჯრედები - ე.წ. პოხიერი უჯრედები - ჰისტამინს გამოიმუშავებენ. ეს უკანასკნელი ალერგიული რეაქციების მედიატორია, თუმცა ანთებით პროცესებშიც მონაწილეობს და სიმსივნეებს იმუნური სისტემისგან იცავს. ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰისტამინის სინთეზის დაბლოკვისას ფერხდება მელანომის ზრდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰისტამინის მოქმედების შედეგია იმ მიელოიდური უჯრედების - სუპრესორების - გადარჩენა და პროლიფერაცია, რომლებიც იმუნური სისტემის აქტივობის დათრგუნვით ხელს უწყობენ სიმსივნის
ზრდას. უფრო მეტიც - აღმოჩნდა, რომ სუპრესორები მიგრირებენ პოხიერი უჯრედების ზონაში, რაც ანთებით კერაში, სიმსივნის უშუალო სიახლოვეს, მათ დაგროვებას იწვევს. ჰისტამინი მასტიმულირებელ გავლენას ახდენს მიელოიდური უჯრედების - სუპრესორების - ერთ-ერთ სუბპოპულაციაზე, კერძოდ, მონოციტურ უჯრედებზე. კვლევებმა ცხადყო, რომ ამ უჯრედების რაოდენობას საგრძნობლად ამცირებს ანტიჰისტამინური პრეპარატები ცეტირიზინი და ციმეტიდინი. მეცნიერებმა დაადგინეს ისიც, რომ ალერგიული დაავადებების მქონე ადამიანებს სისხლში მიელოიდური უჯრედი გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც ალერგია არ აღენიშნება. კვლევის შედეგები შესაძლოა საფუძვლად დაედოს ანტიალერგიული პრეპარატების გამოყენებით კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
lili tofadze
15-07-2019
gtxovt mipacuxot tu rsheba alergiit gamowveuli cimcivne?madlobac gixdit winacwar.
სხვა სიახლეები