ქობულეთის შემოვლით გზაზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ხიდი შენდება. როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, მათი დეპარტამენტი, ქობულეთის ზღვისპირა ზოლის განტვირთვისთვის, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას აქტიურად აგრძელებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209 852 079.67 ლარია.