ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი მთელს მსოფლიოში, რომელთაც თმის აქტიური ცვენა დაეწყოთ. როგორც მედიკოსები აცხადებენ, წინა წლებთან შედარებით, მათ 10-ჯერ მეტი პაციენტი მიმართავს აღნიშნული პრობლემით. მიმართვიანობა კი პანდემიის პირველი ტალღის დასაწყისს ემთხვევა.
როგორც წესი, თმების ცვენას, სხვა მიზეზებთან ერთად იწვევს ძლიერი სტრესი. პანდემიური სტრესი უკავშირდება ფინანსურ პრობლემებს, სამსახურის დაკარგვას, ავადმყოფის შეყრით გამოწვეული შიშს. კორონავირუსის პანდემიამ თმის ცვენის ორი ტიპი გამოიწვია: პირველი ტიპი - ტელოგენური ალოპეცია, რომელიც გადატანილი კორონა ვირუსის შემდეგ რამდენიმე თვეში იჩენს თავს და რომელიც დღე-ღამეში 150 ცალ თმის ღერის დაკარგავს იწვევს. ამ დროს ორგანიზმში ითიშება თმის ზრდის სისტემა. მეორე ტიპი გახლავთ - კეროვანი ალოპეცია, რომლის დროსაც იმუნური სისტემა „თავს ესხმის“ თმის საფარს. ეს იწყება თავიდან და სახიდან და შეიძლება წარბები და წამწამებიც მოიცვას.