რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელსაც სახსრების ქრონიკული ანთება ახასიათებს.ამ დროს ზიანდება სახსრების ირგვლივი და სხვა ქსოვილები, ცვლილებები აღინიშნება ორგანიზმის - დამახასიათებელია ეტაპობრივად პროგრესირებადი მიმდინარეობა რემისიებით. სახსრების ანთება ვლინდება შესივებითა და ტკივილით, ზოგჯერ შეწითლებით.რევმატოიდული ართრიტის დროს ანთება მოიცავს სახსრების ირგვლივ არსე-ბულ ქსოვილებს, მყესებსა და კუნთებს. ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესი იწვევს სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანება-განლევას და სახსრის დეფორმაციას, რაც საბოლოო ჯამში სახსრის ფუნქციაზეც აისახება - მოძრაობა იზღუდება და ადამიანს ძლიერ ტკივილს აყენებს. რევმატოიდული ართრიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ქალები მამაკაცებზე ხშირად ავადდებიან. დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაიწყოს, თუმცა უმეტესად 40-60 წლის ასაკში იჩენს თავს.დაავადების უშუალო მიზეზი უცნობია. განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკური, ინფექციური, გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებას. მაგალითად, დამტკიცებულია, რომ მოწევა ზრდის რევმა-ტოიდული ართრიტის განვითარების რისკს.