სასამართლოსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ყველა პრინციპულ საკითხზე, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, გუნდში შეთანხმება მიღწეულია. ჯერდება. უკვე ცნობილია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატურაზე ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება და პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე სათითაოდ იმ კანდიდატებზე იმსჯელებს, ვინც ახალი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევა. ქართულ ოცნებაში ასევე აცხადებენ რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით უმრავლესობა საინტერესო ვერსიაზე ჯერდება და იმედოვნებენ რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ის მისაღები აღმოჩნდება. უმრავლესობის ფორმატში 2-დღიან შეხვედრებს, ქართული ოცნების წევრები შედეგიანს უწოდებენ.