მიუხედავად იმისა, რომ ამოღებული ციანიდი, ოდენობის თვალსაზრისით მცირეა, ის საკმარისი იქნებოდა რამდენიმე ადამიანის მოსაკლავად, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრისას განაცხადა. როგორც პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, ამ დროისთვის გამოძიების მიერ დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივს წარმოადგენდა ანგარება. მისივე თქმით, გამოძიებას დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ სათანადო მტკიცებულებები გააჩნია. გიორგი გაბიტაშვილმა ასევე გამოძიების დისკრედიტაციის მცდელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ამის გამოვლინება იყო, პროკურატურის თავდაპირველ განცხადებას მოყოლილი ინტერპრეტაციები.