რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, აბასთუმანსა და ბაკურიანში მიმდინარე წელს მსხვილი ინფრასტრუქტურუული პროექტების განხორციელება იგეგმება. მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, აბასთუმანში 40-ზე მეტი ისტორიული სახლის რეაბილიტაცია, ობსერვატორიის კაპიტალური შეკეთება და შიდა გზების აღდგენა იგეგმება. რაც შეეხება ბაკურიანს, აქ საზოგადოებრივი პარკის, შემოვლითი გზისა და შიდა ბილიკების კეთილმოწყობაა დაგეგმილი. ცქიტიშილის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბაკურიანსა და აბასთუმანში საშუალოდ 50-50 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.