მომხმარებლებს საკუთარ საკრედიტო ისტორიაზე ონლაინ რეჟიმში წვდომის შესაძლებლობა მიეცათ. მოქალაქეებს შესაბამის სერვისს კრედიტინფო საქართველო სთავაზობს. ინფორმაცია დახურული და მიმდინარე კრედიტების, ასევე რეიტინგების შესახებ ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისთვის. არასამათავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკებში აცხადებენ, რომ კრედიტინფო საქართველოს როლი კერძო სექტორის განვითარებაში, მნიშვნელოვანია. თუმცა, გიორგი კეპულაძის განმარტებით, კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია კერძო მევახშეების, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და შპს-ების შესახებაც უნდა ინახებოდეს.