ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები თსუ-ის მეექვსე კორპუსთან, უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აქციას გამართავენ და მეექვსე კორპუსის პიკეტირებასა და სასწავლო პროცესისთვის ხელის შეშლას გააპროტესტებენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სასწავლო პროცესის აღდგენაა. პროტესტის ორგანიზატორების თქმით, მათი აქცია არავითარ კავშირში არ არის არც თვითმმართველობასთან და არც ადმინისტრაციასთან.