23:56
30 ნოემბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
უკომენტაროდ
რა ჰყვება 50 წლის პანკისელი ქალი, რომელსაც სამი ტყუპი 26 წლიანი ლოდინის შემდეგ შეეძინა
08-10-2020

მუჰამედი, მელინა და აბდულ ქერიმი - ეს პატარები გაურგაშვილების ოჯახში ნანატრი შვილები არიან. პატარებს მათი მშობლები 26 წელი ელოდებოდნენ.
ციალა მუზიკაშვილი და ანზორ გაურგაშვილი 20 წლის ასაკში დაქორწინდნენ, მშობლები კი ქორწინებიდან 26 წლის შემდეგ გახდნენ. ამბობენ, რომ ლოდინი მარტივი არ ყოფილა, თუმცა იმედი არასოდეს დაუკარგავთ.

თითქმის 25 წლის განმავლობაში ისინი ექიმიდან ექიმთან დადიოდნენ. იმედს აძლევდნენ, რომ შვილი აუცილებლად ეყოლებოდათ. თუმცა, როცა 40 წლის ასაკს გადააბიჯეს, მიხვდნენ, რომ შვილი ხელოვნური განაყოფიერების გზით უნდა გაეჩინათ და დრო ფუჭად აღარ დაეკარგათ. ექიმის რჩევით, ისინი კიევში გაემგზავრნენ. პირველი და მეორე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ორსულობა მხოლოდ მესამე ცდაზე დადგა. ციალა მუზიკაშვილი ამბობს, რომ ყველა ურჩევდა, ეს ფულის და დროის ფუჭად ხარჯვა იყო და მესამე ცდაც უშედეგო აღმოჩნდებოდა; უნდა შეგუებოდა აზრს, რომ შვილი არასოდეს ეყოლებოდა. თუმცა ის ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ დედა აუცილებლად გახდებოდა. 4 წლის წინ კი მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და გაურგაშვილების ოჯახში 3 ტყუპი დაიბადა.

AutoPlay
როგორ აღნიშნავენ "ქართული ოცნების" ამომრჩევლები მეორე ტურში გამარჯვებას
21-11-2020
Tom and Jerry ეკრანებს უბრუნდება - როგორი იქნება ყველასათვის საყვარელი პერსონაჟების მონაწილეობით გადაღებული ფილმი?
19-11-2020
არჩევნების წინა დღეს აცეკვებული დონალდ ტრამპი - ვიდეო, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა "ტვიტერის" პირად გვერდზე განათავსა
04-11-2020
ერთი ფანტასტიური სიტყვა გამოიყენეთ თქვენ - ეკა ბესელია და შალვა ნათელაშვილი
03-11-2020
გული არ ბერდება! - როგორ ცეკვავს მოხუცი ბაბუა ქუჩაში ახალგაზრდა მუსიკოსთან ერთად - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
03-11-2020
თურქეთში, 3 წლის გოგონა, რომელიც ნანგრევებში 65 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, მაშველებმა გადაარჩინეს
02-11-2020
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები