საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის "რა ღირს საზოგადოებრივი მაუწყებელი?" პრეზენტაცია გამართა. საია-ს თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმით, კვლევაში წარმოდგენილია ისეთი საკითხები, რომელიც ბევრ თემაზე დააფიქრებს საზოგადოებას და პირველ რიგში საქართველოს პარლამენტს, ვინაიდან სწორედ პარლამენტია ორგანო, ვის წინაშეც საზოგადოებრივი მაუწყებელი და სამეურვეო საბჭოა ანგარიშვალდებული.