13:23
17 ნოემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რა ღირს საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილები და რა უპირატესობა აქვს მათ
20-04-2016
ჰიბრიდი მის ანალოგ შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილზე საშუალოდ 1500 დოლარით მეტი ღირს. თუმცა უახლოეს ხანებში ეს სხვაობა შემცირდება. 1-ლი მაისიდან ჰიბრიდული ძრავის მქონე 0-დან 6 წლამდე ავტომობილებზე აქციზის გადასახადი განახევრდება, რაც ავტომობილის საბოლოო ღირებულებას შეამცირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა, მათი რაოდენობა მთლიან ავტოპარკში რამდენიმე პროცენტს არ აჭარბებს. იმპორტიორები ფიქრობენ, რომ აქციზის განახევრება ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნას გაზრდის.

წაიკითხეთ ვრცლად bpn.ge-ზე

ავტორი: ნუცა შუბაშვილი
©PALITRANEWS
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები