მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ახალი iPhone 13 ერთი ტერაბაიტი საცავით 48 000 დოლარი ღირს. ვებ-გვერდ Caviar-ის ოფიციალური ცნობით, ატელიე მყიდველებს სთავაზობს რამდენიმე პერსონალიზირებულ ვარიანტს. მათ შორის კი ყველაზე ძვირფასი ოქროთი დაფარული მოდელია.
ოფიციალური აღწერით, iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max-ების კორპუსი მთლიანად 18-კარატიანი სუფთა ოქროსგან არის დამზადებული და აქვს ბაროკოს სტილის გრავიურა.
კომპანიის ვებ-გვერდზე გამოტანილი ინფორმაციის თანახმად: iPhone 13 Pro Gold Edition 42 200 დოლარი ღირს, iPhone 13 Pro Max, 128 გბ ფლეშ მეხსიერებით 43 800 დოლარი, ხოლო ხაზში ყველაზე ძვირია 1 ტერაბაიტიანი მოდელი, რომლის ფასი 48 000 დოლარია.
Caviar - არის ატელიე, რომელიც ძვირად ღირებულ და ექსკლუზიურ ფუფუნების საგნებს ამზადებს.