საქართველოში მანდარინის მოსავლის რეალიზაცის პროცესი ამ ეტაპზე უპრობლემოდ მიმდინარეობს. ამის შესახებ გამოცემა East Fruit-თან აჭარის ადგილობრივი ფერმერები აცხადებენ. ფერმერთა ნაწილი მოსავალს, დახარისხებისა და შეფუთვის მიზნით საწარმოებს გადასცემს. რეგიონში ასეთი სულ 30-მდე საწარმოა, რომელიც პროდუქციას ექსპორტისთვის ამზადებს და მის რეალიზაციასაც თავად ახდენს.საშუალო ხარისხის მანდარინის ფასი 40-დან 70 თეთრამდე მერყეობს. თუმცა, არიან კომპანიები, რომლებიც არასტანდარტულ მანდარინს ყიდულობენ. შედარებით დაბალი ხარისხის მანდარინის ფასი 20 თეთრია და მისი შესყიდვა სახელმწიფო სუბსიდიით ხორციელდება.