კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.97 ლარს აჭარბებს. სავალუტო ჯიხურებში კი 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 92 თეთრიდან 2 ლარსა და 95 თეთრამდე მერყეობს. ამასთან საგრძნობლად მომატებულია დოლარის ფასი ბლუმბერგის ტერმინალით მიმდინარე ვაჭრობებზე, სადაც 1 დოლარის ფასი 2 ლარსა და 90 თეთრამდე აღწევს.