11:19
17 იანვარი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რა ღირს კოვიდ 19-ის ორი ვაქცინა, რომლის შემოტანასაც საქართველო უახლოეს მომავალში გეგმავს
14-01-2021

საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი, - ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ კი განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა შეიძლება ის პირველი ვაქცინა გახდეს, რომელსაც მივიღებთ, შემდეგ კი მას „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მოჰყვება“.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბრიდან მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყო. Bloomberg-ის ბოლო მონაცემების თანახმად, ამ დროისათვის მსოფლიოს 42 ქვეყანაში უკვე 25 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია.

რაც შეეხება მოთხოვნას, Bloomberg-ის მიხედვით, ყველაზე მეტი მოთხოვნა AstraZeneca’s-ს ვაქცინაზეა. უკვე გაფორმებული 90-ზე მეტი შეთანხმების მიხედვით, კომპანიამ მიმდინარე წელს სხვადასხვა ქვეყნებს მილიარდ 480 მილიონი ვაქცინა უნდა მიაწოდოს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, Pfizer-ის ვაქცინას ორჯერ აცრა სჭირდება და დაახლოებით 20 დოლარი ღირს. AstraZeneca’s-ს ვაქცინა კი ყველაზე იაფია, რომლის ფასიც 3-4 დოლარს შეადგენს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
123
14-01-2021
სასწრაფოდ ჩამოიტანეთ მინდა ფაიზერთ აცრა
სხვა სიახლეები