საქართველოში ფისტას ბაღების გაშენება პირველად 2016 წელს დაიწყო და ამ დროისთვის უკვე 30 ათასზე მეტი ნერგია გაყიდული. როგორც სათესლე მასალის იმპორტიორი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, პროდუქტზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, თუმცა ადგილობრივი მოსახლობის 60%-ზე მეტს, ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია მისი მოვლისა და თვისებების შესახებ.
ამასთან, საკმაოდ ძვირია მისი როგორც სათესლე მასალა, ისე ნაყოფი. კერძოდ, 1 კილოგრამი სათესლე მასალა 180 ევრო ღირს, რაც შეეხება ნაყოფს, ადგილობრივ ბაზარზე 1 კილოგრამის ღირებულება 80 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, იმპორტიორმა მცირეფართობიანი პლანტაცია ქარელის რაიონ სოფელ ზემო ხვედურეთში 2016 წელს გააშენა. ფერმერს სათესლე მასალა ძირითადად ორი ქვეყნიდან, ირანიდან და საბერძნეთიდან შემოაქვს.