საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მათ შორის, განხილულია თუ როგორია ელექტროენერგიისა და გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში. სემეკ-მა დაახლოებით 40-41 ქვეყნის გადასახადი შეადარა ერთმანეთს.
ანალიზის მიხედვით, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფი საქართველოში რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მაღალია. კერძოდ, საქართველოში საფასური კილოვატ საათზე 18.89 (18 მთელი 89 მეასედი) თეთრია, მაშინ როცა მაგალითად, აზერბაიჯანში - 13.88 თეთრი; უკრაინაში - 14.13; რუსეთში კი - 16.34 თეთრია.
საქართველოზე ძვირია ელექტროენერგია სომხეთში, სადაც კილოვატ/საათის ფასი 24.69 თეთრია; თურქეთში კი - 27.09 თეთრი.