დიზაინერმა დემნა გვასალიამ ფეხსაცმლის "Clones" კოლექციიდან ახალი ნამუშევარი წარადგინა. ბრენდის "ფეისბუქ" გვერდზე აღნიშნულია, რომ ახალი მოდელის ღირებულება 725 აშშ დოლარს შეადგენს.
ცნობისთვის, VETEMENTS-ის დამფუძნებელი დემნა გვასალიას არაორდინალური კოლექციები მუდმივად განხილვის და აღფრთოვანების საგანია. მოდის კრიტიკოსები დემნას მოდის სფეროში გარდამტეხ დიზაინერს უწოდებენ. ის მსოფლიო მოდისა და სტილის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიაში არაერთხელ მოხვედრილა.
დემნა გვასალია ჯერ კიდევ 2009-2013 წლებში Maison Margiela-ს ქალის ტანსაცმლის მთავარი დიზაინერი იყო, წლების განმავლობაში მუშაობდა Luois Vuitton-თან, რამდენიმე წლის წინ კი შექმნა საკუთარი ბრენდი სახელად - Vetements, რომელიც ძალიან პოპულარულია და ბევრ ცნობილ ადამიანსაც აცვია.