19:42
9 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რა ღირს ბუნებრივი გაზი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
02-06-2020

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მათ შორის, განხილულია თუ როგორია ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში. სემეკ-მა დაახლოებით 35 ქვეყნის გადასახადი შეადარა ერთმანეთს.

ანალიზის მიხედვით, ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფი საქართველოში რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მაღალია. კერძოდ, საქართველოში საფასური კუბურ მეტრზე 55.13 თეთრია (55 მთელი 13 მეასედი), მაშინ როცა მაგალითად, აზერბაიჯანში - 34.08 თეთრი; რუსეთში კი - 26.23 თეთრია.

საქართველოზე ძვირია ელექტროენერგია თურქეთში, სადაც კუბური მეტრის ფასი - 69.05 თეთრია; სომხეთში - 89.81 თეთრი; უკრაინაში კი 92.64 თეთრი ღირს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
აი ფაქტი
02-06-2020
რუსეთი და აზერბაიჯანი ბუნებრივი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან. პროფესიონალი ჟურნალისტი ამასაც ახსენებდა. მაგრამ მაშინ "დამთრგუნველი" არ გამოვიდოდა.. პ.ს. ელექტროენერგიის ნაცვლად გაზი დაწერეთ, ტექნიკური შეცდომა ჩაასწორეთ.
სხვა სიახლეები