მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ფასი 3.32 ლარამდე შემცირდა. ISET-ის ხაჭაპურის ინდექსის თანახმად, ეს მაჩვენებელი 2.5%-ით დაბალია მარტთან შედარებით, თუმცა 4.9%-ით მეტია 2016 წლის აპრილის მონაცემზე. ISET-ის ცნობით, ხაჭაპურის ფასის ცვლილება რძისა და ყველის ფასებზეა დამოკიდებული. ISET-ის მონაცემებით, ყველის ფასი აპრილში 6.93 ლარი იყო, რაც მარტთან შედარებით 5.2% -ით მცირეა. სხვა ხაჭაპურის ინგრედიენტების ფასები უფრო სტაბილური იყო და ფასი მცირედით შეიცვალა.