ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე დღეს კონცერტი გაიმართება. საზეიმო ღონისძიება 21 საათზე დაიწყება და 2 საათი გაგრძელდება. კონცერტში მონაწილეობას ქართველი შემსრულებლები მიიღებენ. ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული ცეკვები, გაჟღერდება კლასიკური მუსიკა და ცნობილი ევროპული ჰიტები.