2020 წელს რუსეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა გახდა.
საანგარიშო პერიოდში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ 328 მილიონი დოლარი შეადგინა. ბრუნვის მიხედვით, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში რუსეთი მეორე ადგილზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთში პროდუქციის ექსპორტი 11.2%-ით, ხოლო იმპორტი 9.2%-ით შემცირდა.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში ლიდერობს ყურძნის ნატურალური ღვინოები - 119 მილიონ 524 ათას დოლარით; მას მოსდევს ფეროშენადნობები, რომლის ექსპორტმაც 108 მილიონ 523 ათას 700 დოლარი შეადგინა; მე-3 ადგილზეა მინერალური და მტკნარი წყლები - 43 მილიონ 943 ათას 100 დოლარის ექსპორტით. მე-4 და მე-5 პოზიციებს სპირტიანი სასმელები და ახალი გარგარი, ალუბალი, ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო იკავებენ.