ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ცხვრების წესი - მათ შორის ყურსასმენების გამოყენება - იწვევს ნაადრევ სმენით პრობლემებს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს პრობლემა ნელ-ნელა უფრო აქტუალური ხდება ახალ თაობაში. მელომანების უმრავლესობა მუსიკას დიდი ხნით და რაც მთავარია, მეტისმეტად მაღალ ხმაზე უსმენს. აღსანიშნავია, რომ ხმაურის დასაშვები დონე ადამიანისთვის 30-40 დეციბელის ფარგლებში მერყეობს. ეს ზღურბლი ხშირ შემთხვევაში გაზრდილია, განსაკუთრებით დიდი ქალაქების მცხოვრებლებისთვის. განსაკუთრებით სახიფათოა ყურსასმენებით მუსიკის მეტროში მოსმენა. იქ ხმაურის დონე 90-100 დეციბელს აღწევს. ამ დროს გარეგანი ხმაურის ჩასახშობად ადამიანი ცდილობს მაქსიმალურად აუწიოს მუსიკის ხმას და რაც მთავარია, ყურებზე განსაკუთრებით იჭერს ყურსასმენებს. ყოველივე ეს კი ორმაგ დარტყმას აყენებს სმენის აპარატს. მუდმივად ყურსასმენების გამოყენება არ არის რეკომენდებული. მზარდი დატვირთვა სმენის ორგანოზე მის დაძაბვას იწვევს, რაც საბოლოო ჯამში სმენის დაქვეითებით მთავრდება. იმისათვის, რომ შევამციროთ სმენის დაკარგვის რისკი უნდა მივეჩვიოთ მუსიკის დაბალ ხმაზე მოსმენას, განსაკუთრებით ყურსასმენებში. იყიდეთ ყურსასმენები, რომლებიც აქრობენ ხმაურს. ეს არის მარტივი გზა, რათა დავრწმუნდეთ, რომ მუსიკა, რომელიც გვიყვარს და ვუსმენთ არ მიაყენებს ზიანს ჩვენს ჯანმრთელობას. • ნუ მოუსმენთ მუსიკას ყურსასმენებით ერთ საათზე მეტხანს. • მაქსიმალურად ერიდეთ ხმაურიან ადგილებში ყურსასმენებით მუსიკის მოსმენას. • თუ ყურებში ხმაურს გრძნობთ, გაგიხშირდათ თავის ტკივილი ან სმენა დაგიქვეითდათ, უარი თქვით ყურსასმენების გამოყენებაზე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!