რა გავლენა მოახდინა კორონავირუმა ჩინეთის ეკონომიკაზე - Palitra News

რა გავლენა მოახდინა კორონავირუმა ჩინეთის ეკონომიკაზე

2020-02-03 10:15:03+04:00

Bloomberg Economics-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 1,4%-ით ნელა გაიზრდება, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო კორონავირუსის გამოჩენამდე.

როგორც ცნობილია, ინფექცია ჩინეთის მასშტაბით მნიშვნელოვნად იზრდება და ანალიტიკოსების განცხადებით, ის პირველ რიგში სამომხმარებლო სექტორს დაარტყამს. ჯამში კი ზრდამ შესაძლოა, 4,5% შეადგინოს.

მათივე პროგნოზით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დაზარალდება არა მხოლოდ კონტინენტური ჩინეთი, არამედ ყველაზე მეტად ის ჰონგ-კონგს დაარტყამს. მისი გავლენა გავრცელდება ასევე მეზობელ სამხრეთ-კორეასა და იაპონიაზე, ვინაიდან ეპიდემია უარყოფით გავლენას იქონიებს წარმოების ყველა ჯაჭვზე.

ანალიტიკოსების აზრით, ეკონომიკური ზრდის ტემპები სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევრიდან გამოკეთდება და წლიურად 5,7%-იან ზრდაში გამოიხატება.