14:27
19 სექტემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
რა განსხვავებაა სილიკონისა და ლატექსის სატყუარებს შორის?
16-12-2018

ყიდვისას, მშობლებს უჭირთ არჩევანის გაკეთება სილიკონისა და ლატექსის სატყუარებს შორის. ბევრმა არ იცის რა სხვაობაა მათშორის და რომელზე უნდა გააკეთონ არჩევანი. ლატექსი - პოლიმერული ხსანრია, რომელიც სქელი სითხის სახით, სხვადასხვა მცენარისგან მიიღება, ის მოყვითალო ფერისაა და აქვს სპეციფიური მოტკბო გემო. სილიკონი სინთეტიკური მასალაა, ის გამჭვირვალეა, ყოველგვარი ფერისა და სუნის გარეშე.  უსაფრთხოების თვალსაზრისით ორივე ერთნაირად უსაფრთხოა, თუმცა შესაძლოა ალერგიული მიდრეკილების მქონე ბავშვებს ბუნებრივმა ლატექსლა ალერგია მისცეს და პირის ღრუ გაუღიზიანოს, მაშინ როცა სილიკონის შემთხვევაში მსგავსი რეაქცია თითქმის გამორიცხულია.  გარდა ამისა, ლატექსის ზედაპირს მარტივად აზიანებს მზის სხივები და ცხიმი, რის გამოც აღნიშნული მასალის სატყუარა და საწოვარაც ადვილად ძველდება, მასზე ჩნდება ფორები, რომელიც აღარ ირეცხება მარტივად და საფრთხეს წარმოადგენს ბავშვისთვის. სილიკონის ზედაპირის მქონე პროდუქცია კი მდგრადია როგორც მზის სხივების, ასევე ცხიმის მიმართ.

AutoPlay
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
რა უნდა ეწეროს სათვალეს, რომელიც თვალს 100%-ით იცავს და რომელი ფერის ლინზაა ყველაზე საშიში? - ეს უნდა იცოდეთ, თუ მაინც უხარისხო აქსესუარზე აკეთებთ არჩევანს
06-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები