საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ქარის ტურბინების მწარმოებელი კომპანიის Vestas Wind Systems-ის აღმასრულებელ დირექტორ ს შეხვდა. შეხვედრაზე კლიმატური ცვლილებები და ენერგოუსაფრთოების საკითხები განიხილეს. მხარეებმა საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალსა და განახლებადი ენერგიის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ასევე ყურადღება გაამახვილეს თანამედროვე „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების როლზე ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებაში, რაც, მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი რესურსების ეფექტური გამოყენებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის.