დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ მატროსოვის ციხეში ადვოკატი შევიდა. როგორც მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, საუბარი ექნებათ სხვადასხვა საკითხზე და მათ შორის, საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე. ადვოკატის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, "საქმეთან დაკავშირებით რაიმე თანხებზე საუბარი".