გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გულუაშვილი განმარტავს, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით დადგინდა, რომ ბაჩალიაშვილს მედიკამენტები არა ინექციის გზით, არამედ პირის ღრუდან აქვს მიღებული. ამასთან, პროკურორის თქმით, ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აქვს.