ხარაგაულში, რკინიგზის მშენებლობაზე მუშის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა - ამის შესახებ განცხადება, პროფკავშირების წარმომადგენელმა სოფელ ზვარეში შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ გააკეთა. ინციდენტი მშენებლობაზე გუშინ მოხდა. თანამშრომლების ინფორმაციით ერთ-ერთ მძღოლს თავდაღმართზე მიმავალი მანქანა დაუგორდა და მეორე სატვირთოს დაეჯახა. შემთხვევას ერთი მუშა ემსხვერპლა. შსს-მ კი გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.