პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრები გაიხსნება. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრმა განმარტა, აღდგება თუ არა ტრანსპორტის მოძრაობა, ან რომელი სფერო გაიხსნება სავაჭრო ცენტრების შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით, იანვრის ბოლოს იმსჯელებენ.