სტატისტიკა VS რეალობა
მარტივი გაგებით ინფლაცია ფასების საერთო დონის ზრდას ნიშნავს. დღევანდელ რეალობაში ინფლაციის მაღალი დონე თითოეული ადამიანის ჯიბეზე უარყოფითად მოქმედებს, რადგან ადამიანებს საქონლისა და მომსახრების შესაძენად იმაზე მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე აქამდე იხდიდნენ.
როგორც სტატისტიკა გვიჩნევენებს, 2020 წლის დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე ინფლაციას შემცირების ტენდეცია აქვს. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის იანვარში ფასების საერთო დონე საქართველოში 6.4%-ით იყო გაზრდილი, ხოლო მომდევნო თვეების განმავლობაში ინფლაციამ კალება დაიწყო და სექტემბერში ფასების საერთო დონე 3.8%-ით გაიზარდა.
მიუხედავად ინფლაციის შემცირებისა, ჩნდება კითხვა ასახავს თუ არა მოცემული სტატისტიკა რეალობას, რადგან ფასების ზრდა ჯიბესაც ეტყობა და ოფიციალურ მონაცემებსაც. მაგალითად საქსტატის მონაცემებით სექტემბერში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 6.3%-ით გაძვირდა. ამ ერთი წლის განმავლობაში თევზეულის ფასმა 11.7%-ით მოიმატა, ზეთის ფასი 11.1%-ით, პური და პურპროდუქტების კი 8.7%-ით გაიზარდა. 6,1%-ით გაძვირდა ყველისა და კვერცხის ფასი, დაახლოებით ამდენითვე მოიმატა ხორცის ფასმა.
იმისათვის, რათა დაგვედგინა ასახავს თუ არა რეალობას აღნიშნული სტატისტიკა ჩვენ თბილისში არსებულ ერთ-ერთ ბაზარს ვესტუმრეთ. როგორც პროდუქციის გამყიდველები, ისე მყიდველები აცხადებენ, რომ თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირებულია. გამოკითხულთა უმეტესობის თქმით, ყველაზე მეტად ფასები ზეთზე, მაკარონსა და ხორცზე გაიზარდა. გარდა ამისა, გამოკითხულთა უმეტესობის თქმით ფასები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მედიკამენტებზეც.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მდგომარეობის რეალურ აღწერას არ გვაძლევს. მათი თქმით, არსებული ინფლაცია ქვეყანაში მოსახლეობას იმაზე მძიმედ აწვება ვიდრე რიცხვებში მატებაა, რადგან მოსახლეობას პირველადი მოხმარების ძირითადი პროდუქტები ყველაზე მეტად გაუძვირდა.