2018 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1,9 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით, ფასები 1,4 პროცენტით გაიზარდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,41 პროცენტული პუნქტით აისახა. კერძოდ, ჯგუფში ფასები გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, თევზეულზე, რძეზე, ყველზე, კვერცხზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე. ხოლო ხილსა და ყურძენზე ფასების 8,3 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, ფასები 3,8 პროცენტით ელექტრონული ან არაელექტრონული საოჯახო მოწყობილობების ქვეჯგუფზე; ხოლო 4,6 პროცენტით გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე გაიზარდა.