2018 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში მინუს 0,3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,8 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ივლისში ფასები შემცირდა ბოსტნეულ-ბაღჩეულზე, ხილსა და ყურძენზე; ივლისში წინა თვესთან შედარებით ფასები ასევე შემცირებულია ფეხსაცმლის, ტანსაცმლის ქვეჯგუფებზე და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე.
ამასთან, „საქსტატის ცნობით“ გასულ თვეში ივნისთან შედარებით, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე, პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე, რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე.