ქალაქ ლვოვის გალიცკის რაიონულმა სასამართლომ პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ წევრს, დავით საყვარელიძეს აღკვეთის ღონისძიება არ შეურჩია. ამის შესახებ დავით საყვარელიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.„სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დამტოვა. ალბათ, სასამართლოს ესმის, რომ ჩემთვის გადაცემული ეჭვმიტანილობის შესახებ ოქმი, ისევე როგორც მთლიანად ეს საქმე, ფუჭია და არანაირი საფუძველი არ გააჩნია“, - დაწერა დავით საყვარელიძემ.