ყველა პარტიას აქვს გარკვეული ფინანსური ხარვეზები, რომელთა გამოსწორება შესაძლებელია. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა რომელიც საკონსულტაციო-საინფორმაციო ხასიათის იყო. აუდიენციაზე პარტიებს აუდიტის სამსახურმა საკუთარი გეგმები გააცნო, წლევანდელ არჩევნებზე პარტიების ფინანსური მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით.