ელიავას ბაზრობა სხვა ტერიტორიაზე, შესაძლოა, აღარ გადავიდეს. როგორც "პალიტრანიუსს" ელიავას ბაზრობის ერთ-ერთმა მეწილემ განუცხადა, ბაზრობის ხელმძღვანელობას თბილისის მერი დავით ნარმანია შეხვდა და დაპირდა, რომ ბაზრობა სხვა ტერიტორიაზე არ გადავა. ზაზა მეტრეველის თქმით, ნარმანია მათ ასევე დაპირდა, რომ ტერიტორია ისე შეიცვლება, რომ არც ბიზნესი დაზარალდეს და მოსახლეობაც კმაყოფილი იყოს.
"ერთობლივი პროექტით რაღაც სახე მიეცემა ელიავას ბაზრობას ისე, რომ ბიზნესიც არ დაზარალდეს და მოსახლეობისთვისაც ხელსაყრელი იყოს", - განაცხადა მეტრეველმა. მისივე თქმით, თბილისის მერის დაპირების თანახმად, ტერიტორიის გამწვანება მოხდება ბაზრობის გადატანის გარეშე.