ამსტერდამში ცნობილი „წითელი ფარნების“ უბნის რენოვაცია მოხდება. ქალაქის ახალი მერის სურვილია, რომ სრულად მოხდეს „მეძავების ვიტრინების“ ლიკვიდაცია. ამ უბნის რეფორმირების აუცილებლობაზე საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ტურისტული სფეროს სპეციალისტების განცხადებით, ამის მიზეზი სექს-ინდუსტრიიდან შემოსავლების შემცირება სახელდება.
საბოლოო გადაწყვეტილება, კონკრეტულად როგორ უნდა შეიცვალოს „უბანი“, მიღებული არ არის, თუმცა დასკვნაში სახელწოდებით - „ფანჯრის პროსტიტუციის მომავალი ამსტერდამში“ ნახსენებია ოთხი ძირითადი სცენარი: ვიტრინების სრული ლიკვიდაცია, უფრო მკაცრი ლიცენზირება ამ სფეროში საქმიანობისთვის, ქალაქის ცენტრში საროსკიპოების რაოდენობის შემცირება, მათი სრული დახურვა და სხვაგან გადატანა.
სავარაუდოდ, ქალაქში ახალი „ეროტიული ზონის“ შექმნაზე არის საუბარია, რომელიც მკვეთრად იქნება განცალკევებული შესასვლელი ჭიშკრით, როგორც ეს ჰამბურგში ხდება.