16 დეკემბერს საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას ახალი კონსტიტუციის ამოქმედებაც მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ახალი კონსტიტუცია რამდენიმე ეკონომიკურ საკითხსაც განსაზღვრავს.მათ შორის, კონსტიტუციის ახალი რედაქციით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. ამასთან, შეიცვალა 94-ე მუხლიც, რომელიც გარდამავალი დებულების სახით ჩამოყალიბდა, სადაც აღნიშნულია, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან 12 წლის განმავლობაში, აქციზის გარდა, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება ან გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.ცნობისათვის, პარლამენტმა ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილებები 2017 წლის 26 სექტემბერს დაამტკიცა.