ვერტიკალური პარკირების მექანიზმი დაახლოებით 3 000-დან 5 000 დოლარამდე ეღირება. პროექტის ავტორის მალხაზ ცისკარიშვილის განცხადებით, შეკვეთების ზრდასთან ერთად ფასი კიდევ უფრო გაიაფდება. ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემის პროექტის ავტორი კომპანია რევერსია. აღნიშნულმა პროექტმა სტარტაპ საქართველოს პროგრამაში გაიმარჯვა.
პარკირების ელევატორული სისტემა წარმოადგენს ლითონის კონსტრუქციას, რომელიც მომხმარებელს ერთი ავტომობილის ადგილზე 4, 6, 8 და 10 ავტომობილის პარკირების შესაძლებლობას აძლევს.