ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფის "აეროსმიტის" კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 25 თებერვლიდან დაიწყება. კონცერტი შეკვეთილში, ბლექ სი არენას საკონცერტო დარბაზში 20 მაისს გაიმართება. ბილეთების ფასი 50 ლარიდან დაიწყება, მაქსიმალური ფასი კი 400 ლარი იქნება. ბილეთების ყიდვა მსურველებს ბილეთები ჯისა და თიქით ჯის ონლაინ-სერვისების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.