თაფლი, ერთერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, ის აძლიერებს იმუნიტეტს და ხშირად მისგან დამზადებული პრეპარატებით ებრძვიან კიბოს. ყველაზე სასარგებლო შავი ეგვიპტური თაფლია, ასევე ძალიან სასარგებლოა ყვავილების თაფლიც. თუმცა რაც არუნდა ხარისხიანი და კარგი იყოს თაფლი, მნიშვნელოვანია მისი სწორად გამოყენება. თაფლიც შესაძლოა კანცეროგენული გამოდგეს, თუკი მას არასწორად მიიღებთ. ცხელი ჩაი თაფლით, განსაკუთრებით აქტუალური ზამთრისა და ვირუსების პერიოდში ხდება. გავრცელებულია აზრი, რომ ცხელი ჩაი თაფლით ებრძვის ბაქტერიებს და ვირუსებს. სინამდვილეში თაფლში არსებული სასარგებლო თვისებების დიდი ნაწილი ცხელ წყალში ნადგურდება, 60 გრადუს ტემპერატურაზე კი თაფლში წარმოიქმნება ძლიერი კანცეროგენი, რომელიც შესაძლოა ხშირი მიღების შემთხვევაში კიბოს წინაპირობაც გახდეს. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ხშირად თერმულად დამუშავებული თაფლი და ასევე არ მოათავსოთ ის ცხელ ჩაიში და არც ცხელ წყალში. ალბათ არ იცით, რომ ცხელი ჩაიც შესაძლოა კიბოს გამომწვევი აღმოჩნდეს. კვლევების თანახმად იმ ქვეყნებში, სადაც მდუღარე ჩაის დალევის კულტურაა, ძალიან ხშირია საყლაპავი მილის ავთვისებიანი სიმსივნის ფაქტები. მეცნიერები ამბობენ, რომ ცხელი ჩაი აზიანებს საყლაპავი მილის ზედაპირს, მისი ხშირი მოხმარება კი ზრდის საყლაპავის კიბოს განვითარების რისკს. ამიტომ ნუ დალევთ ნურც ჩაის და ნურც რომელიმე სხვა სითხეს ძალიან ცხელ მდგომარეობაში, შეეცადეთ გააგრილოთ ის 60 გრადუსამდე და ისე მიირთვათ. თაფლიც უმჯობესია უკვე გაგრილებულ ჩაიში მოათავსოთ. ასევე არ დაგავიწყდეთ მნიშვნელოვანია თაფლი იყოს ნატურალური, რადგან არანატურალური თაფლი სახამებლისა და შაქრისგან მზადდება, შაქარი და სახამებელი არ არის კანცეროგენული, თუმცა ისინი აძლიერებს სხვა კანცეროგენული ნივთიერებების მოქმედებას. ამიტომ შეეცადეთ მხოლოდ ისეთი თაფლი შეიძინოთ, რომელიც ნატურალურია.