23:53
28 თებერვალი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
რა დროს შეიძლება გახდეს თაფლი და ჩაი სიმსივნის მიზეზი? - აზიანებს საყლაპავ მილს; წარმოიქმნება ძლიერი კანცეროგენი, რომლის ხშირი მიღება კიბოსაც კი იწვევს
13-03-2019

თაფლი, ერთერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია,  ის აძლიერებს იმუნიტეტს და ხშირად მისგან დამზადებული პრეპარატებით ებრძვიან კიბოს.  ყველაზე სასარგებლო შავი ეგვიპტური თაფლია,  ასევე ძალიან სასარგებლოა ყვავილების თაფლიც. თუმცა რაც არუნდა ხარისხიანი და კარგი იყოს თაფლი, მნიშვნელოვანია მისი სწორად გამოყენება. თაფლიც შესაძლოა კანცეროგენული გამოდგეს, თუკი მას არასწორად მიიღებთ. ცხელი ჩაი თაფლით, განსაკუთრებით აქტუალური ზამთრისა და ვირუსების პერიოდში ხდება. გავრცელებულია აზრი, რომ ცხელი ჩაი თაფლით ებრძვის  ბაქტერიებს და ვირუსებს. სინამდვილეში თაფლში არსებული სასარგებლო თვისებების დიდი ნაწილი ცხელ წყალში ნადგურდება, 60 გრადუს ტემპერატურაზე კი თაფლში წარმოიქმნება ძლიერი კანცეროგენი, რომელიც შესაძლოა ხშირი მიღების შემთხვევაში კიბოს წინაპირობაც გახდეს. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ხშირად თერმულად დამუშავებული თაფლი და ასევე არ მოათავსოთ ის ცხელ ჩაიში და არც ცხელ წყალში.

ალბათ არ იცით, რომ ცხელი ჩაიც შესაძლოა კიბოს გამომწვევი აღმოჩნდეს. კვლევების თანახმად იმ ქვეყნებში, სადაც მდუღარე ჩაის დალევის კულტურაა, ძალიან ხშირია საყლაპავი მილის ავთვისებიანი სიმსივნის ფაქტები. მეცნიერები ამბობენ, რომ ცხელი ჩაი აზიანებს საყლაპავი მილის ზედაპირს, მისი ხშირი მოხმარება კი ზრდის საყლაპავის კიბოს განვითარების რისკს.  ამიტომ ნუ დალევთ ნურც ჩაის და ნურც რომელიმე სხვა სითხეს ძალიან ცხელ მდგომარეობაში, შეეცადეთ გააგრილოთ ის 60 გრადუსამდე და ისე მიირთვათ.  თაფლიც უმჯობესია უკვე გაგრილებულ ჩაიში მოათავსოთ. ასევე არ დაგავიწყდეთ მნიშვნელოვანია თაფლი იყოს ნატურალური, რადგან არანატურალური თაფლი სახამებლისა და შაქრისგან მზადდება, შაქარი და სახამებელი არ არის კანცეროგენული, თუმცა ისინი აძლიერებს სხვა კანცეროგენული ნივთიერებების მოქმედებას. ამიტომ შეეცადეთ მხოლოდ ისეთი თაფლი შეიძინოთ, რომელიც ნატურალურია.

იხილეთ გადაცემა სრულად

AutoPlay
რას არ უნდა შეიცავდეს ბავშვის მოვლის საშუალებები და როგორი უნდა იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია
02-10-2019
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
Ikuna
20-03-2019
Kibos profilaqtika! Ar chamot saertod araferi....
ბუკა
19-03-2019
ნეტა მართლა იცოდეთ კიბო რისგან ჩნდება. ხომ გვეშველებოდა?!
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები