ჩაჩუას დროს მასთან ერთად მუშაობდა ახალგაზრდა ექსპერტი, რომელიც ჩართული იყო ჟვანიას საქმეში. ის რატომღაც რამდენიმე დღეში პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაიყვანეს... ცოტა ხნის შემდეგ უცბად, მოკლეს, რატომ არავინ დაინტესდა ამით? - ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას თანამებრძოლმა ელენე თევდორაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. მისი თქმით, ჟვანიას საქმეში მას ბევრი კითხვა აქვს.უზენაესმა სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ლევან ჩაჩუას გამამართლებელ განაჩენზე პროკურატურის საჩივარი დაუშვებლად სცნო. ამ გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა ზურაბ ჟვანიას საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექპერტის ლევან ჩაჩუას მიმართ ორი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც ჩაჩუა გამართლდა.