ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძირსა და მოვაჭრეებისთვის მიყენებულ ზარალზე მერიაში საკოორდინაციო თათბირზე იმსჯელეს. სხდომას რამდენიმე უწყების , ასევე ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდა. დავით ნარმანიას განცხადებით, "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს სხვა ბაზრობებზე შეღავათიან რეჟიმში ვაჭრობის შესაძლებლობა ექნებათ. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, მას შემდეგ რაც განადგურებული პროდუქციის მოცულობასა და ზიანს დაადგენენ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს უსწრაფესად ჩამოწერს, რათა მათ განადგურებულ საქონელზე საგადასახადო ვალდებულებები აღარ წარმოექმნათ.თითოეული გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებებსა და დავალიანებებს კი მოგვიანებით შეისწავლიან და გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის თქმით, ბავშვთა სამყაროს შენობა მერიას ჰყავს კონტროლზე აყვანილი და მათ მიერ დაქირავებული კომპანია გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებს.