შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. სააკაშვილი მიესალმება მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ. როგორც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, ის ამაყობს ყოფილი მინისტრის გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით.