რა დანაშაულიც ახალი წლის დღეებში მოხდა, ყველა მათგანი გახსნილია. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე იუწყება. ნათია მეზვრიშვილი ამბობს რომ გახსნილია როგორც მძიმე ფაქტები, ასევე ნაკლებად მძიმეც. ამასთან, როგორც უწყების მაღალჩინოსანი განმარტავს, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ხარისხისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის გაზრდის მიმართულებით. მისივე ინფორმაციით, დანაშაულის სტატისტიკის შედგენის მეთოდოლოგიაში ბევრი რამ შეიცვლა და ამ თვალსაზრისით 2018 წლის 2017 წელთან შედარება სწორი არ იქნება.