16:12
20 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რა დაავადებებს იწვევს ტკბილი გაზიანი სასმელები - სპეციალისტები კიდევ ერთხელ გვაფრთხილებენ, მხოლოდ სასარგებლო სითხეები დავლიოთ!
05-02-2019

ბულგარეთისა და რუსეთის  მეცნიერები   ერთობლივი,მრავალწლიანი კვლევის შედეგეგად - ტკბილი გაზიანი სასმელები 40 %-ით ზრდის თირკმელების დაავადებათა რისკს და 64 %-ში იწვევს თირკმლის ქრონიკული პათოლოგიების გამწვავებას. აღსანიშნავია, რომ თირკმლის ფუნქციის გაუარესება თანდათანობით ხდება, ორგანიზმში ირღვევა მარილებისა და სითხის ბალანსი.

2009-2016 წლებში ჩაატარებულ კვლევაში 3000 მოხალისე მონაწილეობდა. მეცნიერები მკაცრად აღრიცხავდნენ მათ მიერ მოხმარებული სასმელების სახეობას, მოცულობასა და მიღების პერიოდულობას. ასევე საფუძვლიანად აანალიზებდნენ საკვლევი პირების ჯანმრთელობის სხვადასხვა მაჩვენებელს. გაირკვა, რომ მოხალისეთა დიდი ნაწილს თირკმლის პრობლემები ჰქონდა. დაავადების განვითარებაზე პირდაპირ გავლენას ახდენდა რაციონი, კერძოდ, მიღებული ტკბილი სასმელების მოცულობა.

სპეციალისტები კიდევ ერთხელ გვაფრთხილებენ, ვერიდოთ ტკბილ გაზიან სასმელებს, ვსვათ მხოლოდ სასარგებლო სითხეები!

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები