ადამიანის უნარი, განსაზღვროს გარკვეული მწარე გემოები, პირდაპირ კავშირშია მის იმუნიტეტთან, - აცხადებენ სპეციალისტები. ადამიანთა უმრავლესობა განასხვავებს მხოლოდ 5 სახის გემოს - ტკბილს, მჟავეს, მარილიანს, მწარესა და ცხარეს. მჟავე და მწარე გემო ხშირად ნიშანს აძლევს ჩვენს ორგანიზმს იმის შესახებ, რომ პროდუქტი გაფუჭებული ან ტოქსიკურია.კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 25%-ს არ შეუძლია გარკვეული მწარე გემოების გარჩევა ,25 %-ს შეუძლია სუსტი მწარე გემოს განსაზღვრაც კი , მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი კი ამ ორ უკიდურესობას შორის მერყეობს. მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ამ ე.წ. სუპერდეგუსტატორებს სხვებთან შედარებით უკეთ შეუძლიათ ბაქტერიულ ინფექციასთან ბრძოლა.საყურადღებოა, რომ რეცეპტორები, რომლებიც გამძაფრებული გემოვნების მქონე პირებთანაა აღმოჩენილი, იცავს სასუნთქ სისტემას ბაქტერიული ინფექციისაგან. თუ თქვენ მეტად მგრძნობიარე ხართ ბრიუსელის კომბოსტოს, გრეიპფრუტის, ყავისა და მუქი შოკოლადის გემოს მიმართ, დიდია ალბათობა იმისა, რომ სინუსიტი და ზემო სასუნთქი სისტემის დაავადებები ვერას დაგაკლებთ.