13:18
10 დეკემბერი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რა დაავადებები იწვევს ჭარბოფლიანობას და რამდენის გამოყოფაა ნორმა დღეში? - ზოგჯერ გადაეცემა მემკვიდრეობით და აქვს ოჯახური ხასიათი
12-03-2019

ნორმაში ყველა ადამიანი მუდმივად გამოყოფს ოფლს. ნორმალური ტემპერატურის დროს გამოიყოფა ნახევარ ლიტრამდე ოფლი დღე-ღამეში, მაღალი ტემპერატურისა და განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს - კი ათჯერ მეტი.

განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს (ჭარბოფლიანობა). ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან. ოფლდენა გამსაკუთრებით ძლიერდება ცხელ ამინდში, ფიზიკური დატვირთვის დროს და ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს. ჭარბი ოფლდენა შეიძლება განვითარდეს რეფლექტორულად ემოციური განცდების დროს, ტკივილის, ცხელი ან ცხარე საკვების მიღების, ალკოჰოლისა და მთელი რიგი ქიმიური ნივთიერებების მიღების ფონზე. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ მჭიდრო, ასევე სინთეტიური მასალისაგან დამზადებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ჩახუთულ სივრცეში ყოფნა, ასევე ჰაერის მაღალი ტენიანობა, სითხის მიღების არასწორი რეჟიმი იწვევს ოფლის გაძლიერებულად გამოყოფას.

პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი - ეს არის არაადეკვატური ოფლდენა, რომელიც განპირობებულია რიგი ნეიროენდოკრინული დარღვევებით, რომლებიც გამოვლინდება ორგანიზმზე ტემპერატურის ზეგავლენის მიუხედავად.  ოფლის გამოყოფა შეიძლება გამოვლინდეს სხეულის მხოლოდ გარკვეულ ნაწილებზე: სახეზე, ხელისგულებზე, იღლიის ფოსოებში, ტერფებზე. ასეთ ჰიპერჰიდოზს უწოდებენ ლოკალურს.

არსებობს ასევე ზოგადი  ჰიპერჰიდროზი, რომლის დროსაც შემაწუხებელი ოფლიანობა მთელ სხეულზეა გამოხატული. პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი.

პირველადი ჰიპერჰიდროზი - ეს არის ჭარბი ოფლდენა, რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე; მეორადი ჰიპერჰიდროზი უმეტესად პათოლოგიურია და სხვადასხვა დაავადების სიმპტომს წარმოადგენს. პირველად ჰიპერჰიდროზზე, როგორც დამოუკიდებელ დაავადებაზე, ლაპარაკობენ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოკვლევების შედეგად ვერ პოულობენ ჰიპერჰიდროზის მიზეზს. პირველადი ჰიპერჰიდოზისათვის ძირითადად დამახასიათებელია ლოკალური ოფლიანობა, მაგ სახის, ხელის მტევნების, ტერფების და იღლიების მიდამოებში. ოფლიანობა ხელს უწყობს კანის გაღიზინებას, შემდგომში მეორადი ინფექციის დამატებას, სოკოვანი დაავადების განვითარებას. ადამიანებს ექმნებათ სერიოზული ფიზიკური და სოციალური პრობლემები, უარესდება მათი ცხოვრების ხარისხი.
ზოგჯერ პირველადი ჰიპერჰიდროზი გადაეცემა მემკვიდრეობით და აქვს ოჯახური ხასიათი. მეორადი ჰიპერჰიდროზის დროს ჭარბი ოფლდენა სხვა დაავადების შედეგს წარმოადგენს. ძირითადი დაავადების განკურნების შემთხვევაში ოფლიანობაც ქრება.

როგორ წესი, მეორადი ჰიპოერჰიდროზის დროს ოფლიანდება მთელი სხეული, რაც არ არის დამოკიდებული დღე-ღამის დროზე, დაკავშირებულია ძირითადი დაავადების აქტივობასთან. გამოჯანმრთელების კვალად ოფლიანობის ინტენსივობა მცირდება.

AutoPlay
ნიშნები, რომლებიც კიბოს განვითარებამდე 5 წლით ადრე ვლინდება - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს
გამოქვეყნდა 31 წუთის წინ
კაცლიუმი,მაგნიუმი, ვიტამინი D - რა განაპირობებს ძვლების სიმყიფეს
გამოქვეყნდა 35 წუთის წინ
მნიშვნელოვანი ცილა, რომელიც ამავდროულად კუჭის მუშაობას აფერხებს და იწვევს ძლიერ კვებით ალერგიას - რა არის გლუტენი?
გამოქვეყნდა 40 წუთის წინ
ყავა ნაწლავის მიკროფლორაზე დადებითად მოქმედებს
გამოქვეყნდა 46 წუთის წინ
ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება, A ვიტამინის სიჭარბე - რისი მანიშნებელია წითელი ხელისგულები
გამოქვეყნდა 50 წუთის წინ
ინტერნეტი ადამიანის ტვინს ცვლის
გამოქვეყნდა 55 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები